სპეცოპერაცია ვაკეში – პოლიციამ დავით იმნაძე დააკავა

1,157 წაკითხვა

ამ წუთებში პოლიცია დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში შედის, სადაც დაკავებულთა ოჯახის წევრებს დაკითხავს. პოლიციას დაკავებულთა საცხოვრებელ სახლთანაა მობილიზებული.

თბილისის სხვადასხვა უბანში დაკავებულია რამდენიმე პიროვნება. სამართალდამცველებმა  ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველები მობილიზებულები იყვნენ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი გადაადგილდებოდა. ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებული დავით იმნაძეა. ამ წუთებში თამარაშვილის გამზირზე იმნაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.

აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები ტვ პირველთან სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს ადასტურებენ.

შსს იმნაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

Next Post

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ოთხ მაი 12 , 2021
1,157 წაკითხვასაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. „სასწრაფო!!! ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!”- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. ცოტა ხნის წინ, საქართველოს საელჩომ ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხისა და მოსალოდნელი […]