საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

874 წაკითხვა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ.

„სასწრაფო!!!

ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი!

არ გახვიდეთ ქუჩაში!

საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!”- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საელჩომ ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხისა და მოსალოდნელი სარაკეტო იერიშების შესახებ აუწყა.

რუსთავი 2

Next Post

„სააკაშვილის პარადოქსი“ - გია ხუხაშვილის შეფასება

ხუთ მაი 13 , 2021
874 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: სააკაშვილის პარადოქსი: ის ახდენს ნაც. მოძრაობის ელექტორატის მაქსიმალურ მობილიზებას და შესაბამისად, მისი ფაქტორი აუცილებელია. ამასთანავე, ის აფრთხობს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატს და შესაბამისად მისი ფაქტორი არჩევნების გარანტირებულად წაგებას უწყობს ხელს. ამიტომ, საჭიროა “ჭრელი პეპელას” პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება იმისათვის, რომ ოპოზიციას შანსი მიეცეს. ამბიციების და ემოციების დაოკების შემთხვევაში ეს შესახლებელია…