შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ

1,325 წაკითხვა

პატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში 28 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ.

უწყებაში გიორგი ტალახაძეს, გიორგი მიროტაძეს და ლაშა ხურცილავას 13:00 საათზე ელოდებიან.

შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს.

26 სექტემბერს კი გენპროკურატურაში ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი მივიდა.

მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაც გამოიკითხა.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.

პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

imedinews

Next Post

„არ შეიძლება, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგის გზა არ სცადოს“ - სალომე ზურაბიშვილი

შაბ სექ 28 , 2019
1,325 წაკითხვაარ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტის განცხადებით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. „გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა-ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც […]