„მომიტევეთ“ – დავით ბერძენიშვილი

549 წაკითხვა

დავით ბერძენიშვილის პოსტი ფეისბუქში:

„ოპოზიციური გარჩევები, წაკბენებიც იქნებ, მკვეთრად შევამციროთ და მალე დავამთავროთ.

ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს მიშელის პროცესზე. ეს ნორმალურია.
ახალი რეალობაა.

შესაბამისად, პარლამენტში სამუშაოდ უკვე შესული და შესვლის საკითხზე შიდაპარტიული დისკუსიის პროცესში მყოფი ოპოზიციის მჭიდრო, საქმიანი თანამშრომლობა რომ აუცილებელია, ყველას გვესმის.

პირველივე – თვითმმართველობის არჩევნები მოსაგებია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოსაპოვებელია.

საკონსტიტუციო ცვლილებით სრულად პროპორციული, 2 პროცენტიანი ბარიერი, დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაცია წელსვეა მოსაპოვებელი.
მიშელის დოკუმენტით მონიშნული ყველა რეფორმა დასაწყებია.

რეალური მრავალპარტიულობა, კოალიციური მმართველობა (თვითმმართველობებში წელს და ქვეყანაში გაისად) რეალურია.

მოვეკიდოთ დიდი და მომცრო პარტიები, მედია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები … პასუხისმგებლობით, მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიზნების განხორციელებას. იმედიანად ვარ ნამდვილად.

P.S. კამათისას შეურაცხმყოფელი იარლიყებით ნამდვილად არავინ შემიმკია. ამასთანავე, დაუმსახურებელ ბრალდებებზე პასუხისას თუ ხანდახან სუსხიანი შეფასებებით ვინმეს გული დავწყვიტე, მომიტევეთ.“– წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

Next Post

`სად ხართ, დაიხოცეთ?- შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს მიმართავს

პარ მაი 14 , 2021
549 წაკითხვააჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის  – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” თქვა. ნათელაშვილის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველი მის მიმართ კეთილგანწყობილია, არჩევნებში ხმებზე არ აისახება. აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, ისე მეფერებიან, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის ქედადან, ხულოდან, სად ხართ, დაიხოცეთ? სად არის თქვენი ხმა? ჩემთვის კი […]