„მშია, დამეხმარეთ!“ – ფანჯარაში გამოკრული განცხადება თბილისში

714 წაკითხვა

თბილისში მცხოვრებმა ქალმა მეტი გამოსავალი რომ ვერ ნახა, ფანჯარაში აბრა გამოაკრა – გთხოვთ დამეხმაროთ, მშია!

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა ვინ არის ქალი, რომელიც დახმარებას ფანჯარაში გამოკრული განცხადებით ითხოვს და რა პირობებში ცხოვრობს ის.

როგორც 55 წლის მზია ვეკუამ აღნიშნა, მარტოხელაა, ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი ჰყავს. კეთილი მეზობლის იმედად დარჩენილს ბედმა მხოლოდ ოჯახური ტრაგედია არ არგუნა და რამდენიმე თვის წინ ქვედა კიდურის მოტეხილობით ტრავმა მიიღო, ის დღემდე ვერ გადაადგილდება და გაუსაძლის ტკივილებს იტანს…

“55 წლის ვარ, დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ და ამას ძალიან ვნანობ – ყველა ქალს მინდა, მივმართო – აუცილებლად გააჩინეთ შვილები და ჩემს მსგავსად მარტო არ აღმოჩნდებით.

ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი მყავს, ბოლოს ძმაც გავაცილე… ახლა, მარტო, უკიდურეს გაჭირვებაში ვარ, ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, მაგრამ ერთ სულზე დარიცხული თანხა რომ კაპიკებია, ალბათ ყველა მიხვდება.

ბედის ირონიით, 6 თვის წინ წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე, იმ დღიდან დღემდე გარეთ ვერ გავსულვარ, არც კი ვიცი, რა მჭირს კონკრეტულად, ექიმთანაც ვერ მივდივარ, ამის გარდა, ფსორიაზიც მაწუხებს ამ ყველაფერს ძლივს ვუძლებ, ისეთი ტკივილები მაქვს.

ყველაფერი მჭირდება – წამლები, საჭმელი, საბანი და ლეიბიც კი. საცხოვრებელში წყალიც არ მაქვს… შიმშილს რომ ვეღარ ვუძლებდი, ეს მოვიფიქრე – ავიღე ბლოკნოტი, დავწერე განცხადება და ფანჯარაში გამოვაკარი, რამდენიმე ადამიანი დამეხმარა კიდეც, მაგრამ მაინც მშია…” – ამბობს მზია ვეკუა.

Next Post

„ამას თამარას მათრახმა ტვინი სულ გამოუფერთხა თავიდან?“ - ბონდო მძინარაშვილი

კვი მაი 16 , 2021
714 წაკითხვაბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ამას თამარას მათრახმა ტვინი სულ გამოუფერთხა თავიდან?! ხალხს ჯერაც არ დავიწყებია, რომ სწორედ ეს ბოროტი არსება იყო სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედ-წარმომადგენელი და ყველაზე ბინძური გამპრავებელი! ამან ვისი ნდობა უნდა მოიპოვოს, პარტიიდან ამფსონები თავქუდმოგლეჯილი გაექცნენ!