„ირაკლის დედის ბინას ვცლით“ – ნათია ფანჯიკიძე

970 წაკითხვა

ნათია ფანჯიკიძის პოსტი ფეისბუქში:

„მგრძნობიარე საქმეს ვარ შეჭიდებული, – ირაკლის დედის ბინას ვცლით და ყოველ ნივთს, ყველა საგანს, მის მიერ ფურცელზე მიწერილ სიტყვას ვაშტერდები გულდასმით და გაჭირვებით ვწყვეტ, გადავაგდო თუ შევინახო, მე დავიტოვო, სხვას ვაჩუქო, თუ სხვა. ხოდა მივადექი მის ხელჩანთას, ამოვაპირქვავე, თან ვფიქრობ, დალაგებაში რომ ახლობელი გოგო მეხმარება, კარგი ჩანთაა და მას ვაჩუქებმეთქი (პრანჭია გოგოა და დოდოც პრანჭია იყო).

ნახმარ პომადებს და ჩანთის შიგთავსის ნახევარს ნაგავში გადავუძახე, მეორე ნახევარი მომეწონა, კარგი მზის სათვალე იდო, რაღაცეები კიდეც. ის ის იყო საფულე უნდა გამეხსნა, ეს გოგო შემოვიდა. ხო, მისივე ჩანთა დავულაგე, მოვუწესრიგე და რაც დარჩა, მასვე ვჩუქნიდი.

მართალია, კარგა ხანს ნაგავში იქექებოდა, გადაყრილი ნივთების საპოვნელად, მაგრამ მაინც მადლობელი დარჩა ბედის, საშური მუყაითობით ნაგვის ქუჩის გადაღმა კონტეინერში გადაცუნცულებაც რომ ვერ მოვასწარი.”

Next Post

„წამოვალ ვინმესთან სოფელში, დიდი ხნით არ შეგაწუხებთ“ -ნანუკა ჟორჟოლიანი

ორშ მაი 17 , 2021
970 წაკითხვანანუკა ჟორჟოლიანის პოსტი ფეისბუქში: „წამოვალ ვინმესთან სოფელში. ოღონდ ნამდვილში, რამდენიმე დღით, დიდი ხნით არ შეგაწუხებთ. ბევრს არ ვჭამ, ცოტა ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ თუ შეგაჭუხებთ სულ გავჩუმდები, გაგართობთ, რაღაცეებში დაგეხმარებით კიდეც. მთავარია, მთები იყოს, მზე, სიჩუმე და ნამდვილი ხალხი. ნატურალური ემოციებით და ამბებით.“