„რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ანტიქრისტიანული“

1,793 წაკითხვა

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე გადაცემა “მთავარი აქცენტებში”

მისი თქმით, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

“ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა – ვატარებ ჯვარს და… ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან.​ ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…

რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია”, – თქვა სააკაშვილმა.

ghn

Next Post

ვაკეში 2 ადამიანი დაჭრეს

ორშ სექ 30 , 2019
1,793 წაკითხვათბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება. ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არც ერთ მათგანს […]

შესაძლოა მოგეწონოთ