„გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უნდა დაარტყას“

1,156 წაკითხვა

კახა კუკავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს:

– რას გეგმავს გახარია, არ ვიცით. უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას.

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად ეხებიან და, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, ძირითადად კობახიძის ოპოზიციად პოზიციონირებენ, რაც  დიდი შეცდომაა.

– გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს?

– ვერ გეტყვით. ვიტყვი ერთს, რომ დღეს გახარიას რეიტინგი არის ჰიპოთეტური. მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, მაგრამ ეს არის პირობითი. ხალხი ვარაუდობს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც ქვეყანას მოაცილებს სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც. სწორედ ამის გამო აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი.

ახალი თაობა

Next Post

„მიხვდით რას ვამბობ? ოკ! ავხსნი“ - ხათუნა ხოფერია

სამ მაი 18 , 2021
1,156 წაკითხვახათუნა ხოფერიას პოსტი ფეისბუქში. „მე არ ვიქნები გაკოტრებული პოლიტბიზნესის რიგითი მენეჯერებისათვის მიგდებული ბონუსი! მიხვდით რას ვამბობ? ოკ! ავხსნი. ხშირად ამბობდნენ და თქვენც გსმენიათ, ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, სახელმწიფოს და პარტიას განსხვავებულად, არასტანდატულად, ბიზნესის წესებით მართავდა. იყო ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლე, მაგრამ მე მომწონდა… შესაძლოა, ჩემი მხრიდან მაღალი ნდობის და პატივისცემის გამო. კითხვაზე, (რომელსაც ხშირად მისვამდნენ ჟურნალისტები) […]

შესაძლოა მოგეწონოთ