„მიხვდით რას ვამბობ? ოკ! ავხსნი“ – ხათუნა ხოფერია

574 წაკითხვა

ხათუნა ხოფერიას პოსტი ფეისბუქში.

„მე არ ვიქნები გაკოტრებული პოლიტბიზნესის რიგითი მენეჯერებისათვის მიგდებული ბონუსი! მიხვდით რას ვამბობ? ოკ! ავხსნი.

ხშირად ამბობდნენ და თქვენც გსმენიათ, ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, სახელმწიფოს და პარტიას განსხვავებულად, არასტანდატულად, ბიზნესის წესებით მართავდა.

იყო ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლე, მაგრამ მე მომწონდა… შესაძლოა, ჩემი მხრიდან მაღალი ნდობის და პატივისცემის გამო. კითხვაზე, (რომელსაც ხშირად მისვამდნენ ჟურნალისტები) -თქვენ ხართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი?- ყოველთვის ვპასუხობდი: – დიახ, მე ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ! …და ეს ასეც იყო! ალალად და უანგაროდ!

ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თავისი პირმშოს – პარტიის მიმართ იყო “ვაბანკური”, რისკით და აზარტით სავსე. კოლოსალური ინვესტიცია, გაუთავებელი რეინვესტიციები, მენეჯმენტის პერმანენტული ცვლა, პოლიტტექნოლოგიების და პოლიტბიზნესპროექტების დანერგვა- აპრობირება წლები გრძელდებოდა… მაგრამ დივიდენდს ვერ იძლეოდა დამფუძნებლისთვის, ხოლო მომხმარებლისთვის ანუ ქართველი ხალხისთვის პროდუქტს.

ალბათ, ამის გამო, აქციების ძირითადმა მფლობელმა კაპიტალი მენეჯმენტს გადაუფორმა და წავიდა… ნუუ… ან წავიდა, ან გაუშვეს “პარტნიორებმა. ამას, ახლა, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს….

და როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო უდღეურთა შორის კბენაი, ღერენაი და ჩვეული ტაკებაი… ბიზნესკორპორაცია- ქართული ოცნება გაკოტრდა! ჰო, აი, ახლა, მივედი იქ, საიდანაც დავიწყე.

ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ ბიძინასგან ბონუსი ანუ დამატებითი გასამრჯელო, პრემია ეკუთვნოდათ!(?)

მე, დიდად, ბიზნესში ვერ ვერკვევი და ამიტომ, ბატონ ბიძინას მინდა ვკითხო:
– ბატონო ბიძინა, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ის ადამიანები, ვინც თქვენ გიჭერდით მხარს, გენდობოდით და როგორც შეგვეძლო ისე ვიხარჯებოდით საერთო საქმისთვის, თქვენი წასვლის შემდეგ ბონუსად გადავეცემით უავტორიტეტო, უნიათო, საქმის არმცოდნე და “ფირმის” დამაქცევარ-გამყიდველებს?

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ მაგრად შემცდარხართ! რადგან მე არ ვიქნები გაკოტრებული პოლიტბიზნესის რიგითი მენეჯერებისათვის მიგდებული ბონუსი!

და თუ ასე არ ფიქრობთ, ჩაატარეთ აქციონერთა კრება, გამოაცხადეთ ლიკვიდაცია, აუწიეთ ყური, ამოარტყით პანჩური…ერთი-ორი შემოულაწინეთ ოხროხინესავით!.. მოკლედ, რაღაცა ქენით!

ასე აღარ შეიძლება! ასე ხომ გასვრიან ყველას ერთი ტალახიანი ღორივით! გასვრიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც თქვენთვის არასოდეს უღალატია, ამათთან ვალში არასოდეს ყოფილან და ესენი რის ან ვის ღალატს აბრალებენ ძნელი გასარკვევია.

 საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ოჯახებს, რწმენას არ დავთმობთ! არც შარლ მიშელის 5 მცნებას (როგორც ნანა კაკაბაძემ შეარქვა) წავიკითხავთ შვიდგზის ლოცვის ნაცვლად, არც ამ ხურდაში მოყოლებულ ხელისუფლებას მივცემთ ქვეყნის დაქცევის საშუალებას!

მოკლედ, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით! 23-ში რიონის ხეობის დამცველებთან მივალ. იქ, სადმე, უკანა რიგენში დავდგები როგორც საქართველოს ჭირისუფალი…
როგორც ის ადამიანი, რომელსაც არასდროსს მიღალატია თანამებრძოლისთვის და, რაც მთავარია, ჩემი ხალხისთვის!

ჰო და, ბოლოს ასე დავამთავრებ: ” ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და
ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.” ღმერთმა დაგვიფაროს მისი უდიდებულესობა – ხალხის და სათაყვანებელი სამშობლოს ღალატისაგან!”- წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქში.

Next Post

„ვერ ხვდებით, ან იმდენად შტერები ხართ, რომ მართლა ვერ ხვდებით“ - ინგა გრიგოლია

სამ მაი 18 , 2021
574 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „ქვეყანამ რა დააშავა, თორემ ისე ცუდად მოგიბრუნდებათ ის პათოსი, რომლითაც გაჟღინთეთ ქვეყანა, გარეჯით რომ დაიწყეთ პოლიტიკური თამაშები ეროვნულ ემოციებზე. ვითომ რომ ვერ ხვდებით (ან იმდენად შტერები ხართ, რომ მართლა ვერ ხვდებით) , როგორ ნელ-ნელა აღვივებთ შუღლს, ოო..რა ცუდი ხალხი ხართ, ვინც ამაში მონაწილეობდით და მონაწილეობთ…ოოოო…რა ცუდი ხალხი ხართ!!!!“