1,152 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე უარის თქმა არის მძიმე პოლიტიკური შეცდომა. ისინი უარს კი არ უნდა აცხადებდნენ, არამედ უნდა ცდილობდნენ ამ კომისიაზე კონტროლის აღებას, რაც კანონით არის დაშვებული.
ორი ვარიანტი:
1. თუ ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ გასაგებია, რომ “ბუდეა” და უნდა გადაახდევინონ შესაბამისი ფასი.
2. თუ არ გაუწევს, მაშინ კომისიის ტრიბუნა უნდა იქნას გამოყენებული დიდი საჯარო პროცესის წასაყვანად. თამარ ჟვანიას და კომისიის სხვა წევრების საჯარო დაკითხვები, სისხლის სამართლის საქმეების ინიცირება კარგად ცნობილ ფაქტებზე და ა.შ. და ა.შ.
გასაგებია, რომ ხელისუფლება დასკვნას არ მიიღებს, მაგრამ ჭკვიანურად მართვის პირობებში, ეს შეიძლება გახდეს საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი.
რატომ არ უნდათ?
ალბათ ეზარებათ, ისევე როგორც ხალხში გასვლა..