„სრულიად გულწრფელად ვეკითხები ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს“ – ბონდო მძინარაშვილი

596 წაკითხვა

ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ახლა, როცა ემოცია მეტნაკლებად დაცხრა, სრულიად გულწრფელად ვეკითხები ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს:
. როცა ქვემოქართლელ სვანებს, რომლებიც 40 წლის წინ ჩამოსახლდნენ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, დამკვიდრდნენ და შვილებიც გააჩინეს, ახლა კი უკვე შვილიშვილებს ზრდიან, მაინც ეკომიგრანტებს უწოდებთ, მათ შორის, იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ამ რეგიონში დაიბადნენ, გაიზარდნენ და ოჯახები შექმნეს, იქნებ თქვენს ხელმძღვანელებსაც და კოლეგებსაც ჰკითხოთ, რამდენი წლის წინ ჩამოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად?!
. თქვენ და ეგენი რატომ არ ხართ ეკო თუ არა, სხვაგვარად, მაგალითად, პროფესიული ნიშნით მიგრანტები?!
. და როდის ისწავლით სახელმწიფოებრივად აზროვნებას?!
. და რატომ ადანაშაულებთ ყოველთვის ქართველს, მაშინაც კი, როცა ჯერ არაფერი გარკვეულა?!
. და როდის დაანებებთ თავს სახელმწიფოს მტრობას?!
. და როდის მიხვდებით, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და “არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია”?!
. და როდის გაიგებთ ბოლოს და ბოლოს, რომ ქართველი საქართველოში ყველგან თავის სამშობლოშია?!
. და როდის შეიგნებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად პასუხისმგებელია კანონის წინაშე და ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილოთ?!
. და როდის გაითავისებთ, რომ ადამიანები ხართ და არა – ცხოველები?!

Next Post

კობახიძე თუ ღარიბაშვილი - საკადრო ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“

შაბ მაი 22 , 2021
596 წაკითხვაფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და ​საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.  ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვებოდა, […]