![](https://mediapress.ge/wp-content/uploads/2021/05/gariba-da-ivan-2.jpg)
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.
ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს.