აშშ-ის საელჩო 23 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

866 წაკითხვა

აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.

„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ.

Next Post

იტალიაში საქართველოს საელჩო ემიგრანტებისთვის აქციას ატარებს

კვი მაი 23 , 2021
866 წაკითხვაიტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ იტალიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „ძვირფასო მოქალაქენო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან: პირადობის ელექტრონული მოწმობის […]

შესაძლოა მოგეწონოთ