იტალიაში საქართველოს საელჩო ემიგრანტებისთვის აქციას ატარებს

896 წაკითხვა

იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ იტალიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„ძვირფასო მოქალაქენო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან:

პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად;

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აქციის პირობებს

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ, პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა);

ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს);

მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე,;

ბიომეტრიულ პასპორტს, 50% შეღავათით (60,82 ევრო) მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ, პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),;

მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე.

გისურვებთ წარმატებებს!“ – აღნიშნულია საელჩოს მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.

იმედინიუსი

Next Post

„დიტო სამხარაძემ ერთგულ ხალხს „მოღალატეები“ ამჯობინა და აღაზევა“ - შორენა მირცხულავა

კვი მაი 23 , 2021
896 წაკითხვაფოთის მერის ყოფილი თანაშემწე შორენა მირცხულავა “ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, გიორგი გახარიას მიმართ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება. “უფროსი რომ იტყვის ენგური ზევით მიდისო, ჩუხჩუხით ბატონოო” უნდა მიაძახოთ?!  მეც მოღალატე ვარ, ოღონდ არვიცი ვის გღალატობთ?!  ყოვლად უგვანო საქციელია ის, რასაც ახლა “ქართული ოცნების” დამაქცევარი, 2012 წლის მებრძოლების მოღალატე, ირაკლი ღარიბაშვილის მაგინებელი, ორი მოწვევის პარლამენტში კუნძივით დადებული და ნაცების ამღზევებელი დიტო […]