ვაკეში 2 ადამიანი დაჭრეს

1,955 წაკითხვა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია.

როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.

ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არც ერთ მათგანს არ აღენიშნება, ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

ipn

Next Post

„ეკონომიკას უსაშველოდ აკლია ფული - თუმცა, არის ერთი ნიუანსი“ - დემურ გიორხელიძე

ორშ სექ 30 , 2019
1,955 წაკითხვარატომ არის დაბალი ეკონომიკური ზრდა?! ეკონომიკას უსაშველოდ აკლია ფული, აკლია დამოუკიდებელი ეკონომიკური ინსტიტუტები, საერთო “თამაშის წესები”, სამართლებრივი გარემოს და საკუთარი ინტერესების დაცვის სამართლებრივი გარანტიები, ფინანსური ინფრასტრუქტურა ცალმხრივი და მახინჯია, ფული ძვირია და ხელმიუწვდომელი, გადასახადები (თითქოს სულ 5-ია საერთო-სახელმწიფო დონეზე და 1 – მუნიციპალურ დონეზე), მაგრამ… ბიზნესის შემოსავლის 40-45%-ზე მეტი მიაქვს (საერთო ჯამში), მოსახლეობის შემოსავლები მწირია, რაც განაპირობებს დაბალ სამომხმარებლო […]