„დავინახე ვიღაც მომდევს, მთელი ძალით გავრბოდი..“ – ირინა სარიშვილი

850 წაკითხვა

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

„კაი ჩაქაფულმირთმეული, დილის 7 საათზე პატარა ბანდიტებთან ერთად განდაგანანაცეკვი, ვიხსენებ ჩემი საფეისბუკო თავგადასავლების გამორჩეულად საყვარელ პერსონაჟებს:
კაცი სალონში, რომელმაც თვალების ჟუჟუნი დამიწყო, ლამის ავყევი და იმან აქაც იყავი დაჭრილი ხოო და ტრაკზე ხელი მიირტყა, კაი კიდე რო საკუთარზე, მე ცოტა შორს ვიჯექი, ვერ მომწვდებოდა;
მარკეტში აკიდებული ტიპი, რომელმაც ტვინი გამიბურღა პოლიტიკური ანალიზით და მერე 2 ლარი მაკლდებაო და ფული მივეცი, იმან კიდე მარკეტიდან გასვლისას გმადლობთ ეკაო მომაძახა;

კაცი, რომელმაც მთელი ქუჩა მსდია, რადგან შეცდომით მის პარკებს დავავლე ხელი და წამოვიღე და რო დავინახე ვიღაც მომდევს, მთელი ძალით გავრბოდი;

ზედა მეზობელი, რომელმაც მე და ჩემ გამშრალ სარეცხს ტაშტით წყალი გადმოგვასხა და სუფთააო დამამშვიდა;
ტაქსისტი, დახველებაზე რო კინაღამ მანქანიდან გადმომაგდო და ჩემ ხელში ნაჭერი ფულიც არ გამომართვა; ტაქსის მძღოლებზე ცალკე კრებულის გამოცემა შეიძლება, ეს უბრალოდ ჯერჯერობით ბოლო იყო;
ტუჩებჩაჭიმული ვაკელი განქოცებული ქალბატონი, ერენას რო მეძახის და ეხლა რო მიშას ელოდება;
ლიფტიორი, რომელიც ლიფტის ჯანმრთელობის ცნობებს მთხოვს ხოლმე;
აგე სულ ახლა მზეჭაბუკი შლაგბაუმთან ენმ შევა თუ არა პარლამენტში ეგ რო აინტერესებს…
თვალით რო არავის არ ყავს ნანახი ის ხალხი და ასე რო შეიყვარა ფართო მასებმა! ისე მიჩუყდება გული, გაგლეჯაზე მაქვს.
P.S. ამას ვწერ და თან გამწარებული 11 საათიდან ტელევიზიის ზარს და მანქანას ველოდები. ისედაც ისე მეზარებოდა წასვლა, მომერიდა და მაინც დავთანხმდი, თან რამდენი მანიპულაცია მჭირდება შაბათ–კვირას სახლიდან გასასვლელად ბაღი რომ არ არის, და მეტი არ მინდა თუ რამე შეიცვალა და არ გამაგებინეს – უცებ დავამატებ ზემოთ ჩამოთვლილ ისტორიებს, თან ასე საყვარლად არა!“

Next Post

„დამნაშნავეების ძებნა ამ ეტაპზე სრულიად უსაგნოა“ - გია გაბრიჭიძე

კვი მაი 23 , 2021
850 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა პროტესტმა და განსაკუთრებით განცხადებამ, რომ მოხდება თბილისის პარალიზება, რბილად რომ ვთქვა, საზოგადოებაში საკმაოდ უხერხული და ცუდი შეგრძნება გამოიწვია. ცხადია ამ ჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ხელისუფლებისა და სპეციალისტების მხრიდან ძალიან დიდ სამუშაოს გაწევას მოითხოვს. იმ სამუშაოს, რომელიც უნდა დაიწყოს კონტრაქტის შესწავლით და გაგრძელდეს მოსალოდნელი შედეგების სერიოზული კვლევით, რომელსაც აუცილებლად, […]