„ეკონომიკას უსაშველოდ აკლია ფული – თუმცა, არის ერთი ნიუანსი“ – დემურ გიორხელიძე

2,017 წაკითხვა

რატომ არის დაბალი ეკონომიკური ზრდა?! ეკონომიკას უსაშველოდ აკლია ფული,
აკლია დამოუკიდებელი ეკონომიკური ინსტიტუტები,
საერთო “თამაშის წესები”, სამართლებრივი გარემოს და საკუთარი ინტერესების დაცვის სამართლებრივი გარანტიები,

ფინანსური ინფრასტრუქტურა ცალმხრივი და მახინჯია,
ფული ძვირია და ხელმიუწვდომელი,
გადასახადები (თითქოს სულ 5-ია საერთო-სახელმწიფო დონეზე და 1 – მუნიციპალურ დონეზე), მაგრამ… ბიზნესის შემოსავლის 40-45%-ზე მეტი მიაქვს
(საერთო ჯამში),

მოსახლეობის შემოსავლები მწირია, რაც
განაპირობებს
დაბალ სამომხმარებლო მოთხოვნას,
დაბალ დანაზოგებს, რაც დაბალი შიდა ინვესტიციების განმაპირობებელი ხდება,

თუმცა, არის ერთი ნიუანსი:
ბანკებში დეპოზიტებზე არსებული ფული (რამდენიმე მილიარდი ლარი)
ვერ/არ ტრანსფორმირდება (არ/ვერ მიიმართება) ეკონომიკაში – ბანკები შუამავალის ფუნქციას ცუდად ასრულებენ.

როცა საკუთარი რესურსი არ არის დასაქმებული და სრულად მიმართული განვითარებაზე,
უცხოური ინვესტიციები გამრღვევის ფუქნციას არ/ვერ შეასრულებენ უბრალო მიზეზის გამო:

გარემო, სადაც ეფექტურად არ მუშაობს შიდა რესურსი, გარე რესურსისთვის ეფექტური ვერ იქნება.

ამასთან, აპელაცია უცხოურ ინვესტიციებზე მცდარია: უცხოურმა ინვესტიციებმა უნდა შეავსოს განვითარების გზაზე შემდგარი სახელმწიფოს (მისი ეკონომიკის) უკმარისი რესურსი, რომელიც განვითარების პროცესში აღმოჩნდა არასაკმარისი…

ეს რესურსი ინდივიდების (ფირმებისა და ფიზიკური პირების) მიერ, სათანადო პირობების არსებობისას, დამოუკიდებლად იქნება მოძიებული გარეთ… ეს უკვე სხვა სცენარია, –

მაშინ შედეგი სულ სხვა იქნება.

დემურ გიორხელიძე

Next Post

„თქვენ გინდათ სასათბურე ვითარებაში მოიყვანოთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა“

სამ ოქტ 1 , 2019
2,017 წაკითხვასაგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლის საკითხზე ბიუროს სხდომაზე ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა იკამათეს. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზალკალიანი “მინისტრის საათის” ფორმატში ისედაც დაბარებულია პარლამენტში, ოპოზიცია კი ზალკალიანის სხვა ფორმატში, საგარეო საქმეთა კომიტეტში მისვლას დაჟინებით ითხოვს. პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სასათბურე პირობების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. “ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ ამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ