„არასოდეს ვუგულშემატკივრებთ პროტესტს ქართული მიწის „არგაყიდვაზე“- თამარა ჩერგოლეიშვილი

773 წაკითხვა

მედიაგამოცემა „ტაბულა“-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მათ სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრობს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას, არის პროტესტი ქართული მიწის არგაყიდვაზე. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ისინი არასდროს უგულშემატკივრებენ ისეთი ტიპის პროტესტს, რაც მიმართული იქნება ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგ.

„მეგობრებო, ტაბულა არ „ალამაზებს“ რეალობას „კეთილი განზრახვებით“. ტაბულას არ აქვს პრეტენზია რეალობის ინჟინერიაზე არასასურველის დამალვით, ან სხვა ტიპის მანიპულაციით.

ჩვენ პოლიტიკური პროცესის შელამაზებას არ ვახდენთ არც მაშინ, როდესაც ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ.

მესმის, რომ მემარცხენე პრესას გამოგონილი იდილია ერღვევა, როდესაც ულტრა მემარჯვენეების და პუტინისტების სიმრავლე შუქდება. მათ შეუძლიათ მოატყუონ თავიანთი პუბლიკა. ტაბულა უბრალოდ არ იტყუება.

P.S-  არასოდეს დაგვიმალავს, რომ არასოდეს ვუგულშემატკივრებთ პროტესტს ქართული მიწის „არ გაყიდვაზე“. გამოგონილი საფრთხეებით ადამიანების მანიპულირების მხარდამჭერი ვერ ვიქნები.“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

„თანახმა ვარ, რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი, თუ ის დაასახელებს დამკვეთს“ - დოდო გუგეშაშვილი

ორშ მაი 24 , 2021
773 წაკითხვადოდო გუგეშაშვილი თანახმაა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურაბ მურჯიკნელს, რომელსაც  20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პატიმრობის დრო შეუმცირდეს, თუ ის მკვლელობის დამკვეთს ან დამკვეთებს დაასახელებს. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე თანახმა ვარ, რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი, თუ ის დაასახელებს დამკვეთს. ჩემი პოზიცია არის მყარი, რომ მას 20 წლის მოხდა არ მოუწიოს. […]