„მიშა უნდა დავამშვიდო“ – რომან გოცირიძე

947 წაკითხვა

რომან გოცირიძის პოსტი ფეისბუქში:

„გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო.
მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს.

არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს.“

ამით რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით,  ნამახვანჰესის ავარიის შემთხვევაში ქუთაისს კატასტროფა დაემუქრება.

Next Post

„პროკურატურამ გიორგი გახარია უნდა გამოკითხოს“ – ახალი გარემოებები კერზაიას საქმეში

სამ მაი 25 , 2021
947 წაკითხვაგამოიკითხოს გიორგი გახარია და დაიწყოს ხელახალი გამოძიება ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ბაჩანა შენგელია ამტკიცებს, რომ დედის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ საქმის ხელახალი მოკვლევა, უფრო საფუძვლიანად უნდა დაიწყოს. გარდაცვლილი პედაგოგის შვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია ერთ-ერთი პირველია, ვინც შოთაძის უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოკითხოს, რადგან მან გასცა, მე-6 საჯარო სკოლის […]