გამოიკითხოს გიორგი გახარია და დაიწყოს ხელახალი გამოძიება ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
ბაჩანა შენგელია ამტკიცებს, რომ დედის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ საქმის ხელახალი მოკვლევა, უფრო საფუძვლიანად უნდა დაიწყოს.
გარდაცვლილი პედაგოგის შვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია ერთ-ერთი პირველია, ვინც შოთაძის უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოკითხოს, რადგან მან გასცა, მე-6 საჯარო სკოლის შემოწმებისა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაც.
სკოლის დირექტორის მდგომარეობა, 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, სასწავლო დაწესებულებაში ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ დამძიმდა, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.
მთავარი