რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური ,თავს ცუდად გრძნობს – მას მაღალი ტემპერატურა და ციება აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ზანგურმა თავად გაავრცელა:
„მეგობრებო… ვიცი ბევრი აღფრთოვანდებით მაგრამ მტრის აღტაცებაში მოყვანაც ხომ საქმეა: მგონი წერილი მიმაქვს… შაქარი, სიცხე, პუჭი და პაჭყი ერთდროულად გაიქცა უსასრულობისკენ… არ მინდა დამშვიდება, მე ყველაფერი უკეთ ვიცი… თქვენი დედაც მტრებო… გეხვევით ყველა მოყვარეს! თქვენი უსვინდისო მაგრამ ხანდახან პატიოსანი მეგობარი, ერთგული მეგობარი! აღტაცებით ბესო ზანგური“, – წერს ზანგური.
ნიუპოსტი