ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას?

1,105 წაკითხვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე ამბობს, რომ “ერთადერთი, რასაც ყველა ხედავს, არის ის, თუ  რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას”.

– გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას, ეს თვალნათელია, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს, – თქვა პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ.
მას ასევე არ აქვს ინფორმაცია კეზერაშვილთან გახარიას შუამავალთან დაკავშირებით, რომელიც, მედიის ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილის ძმაა:

– მე ამ ყველაფერში ვერ შევალ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები აპიარებენ ე.წ. გუნდს და ტელევიზიების არსიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დაახლოებით ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ვისთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული, – აღნიშნა კობახიძემ.

მედიაში აქტიურად მუსირებს თემა, რომ “ოცნების” ყოფილმა პრემიერმა თავისი მომავალი პოლიტიკური გზა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსებს დაუკავშირა.

საუბარია დავით კეზერაშვილზე, რომელსაც, მედიის ცნობით, გიორგი გახარია ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შუამავლობით ეკონტაქტება.

მომავალი პარტიის დაფინანსების ამ ვერსიას გახარიას გუნდის წევრები დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ სიცრუეს უწოდებენ. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ რეიტინგული ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნებით, ყველაზე მეტად, ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება” ნერვიულობს.

პარტიის პრეზენტაციამდე მმართველი გუნდის წევრები ახალი პარტიის ფინანსებზე დადასტურებულად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. “ქართულ ოცნებაში” გახარიასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ და ამის მიზეზად საერთო პოლიტიკურ წარსულ ასახელებენ.

“ვერთიანდებით საქართველოსთვის” – სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება გახარიას პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომლის ოფიციალური წარდგენა, წინასწარი ინფორმაციით, შაბათს იგეგმება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი პოლიტიკურ ძალის რიგებს ლევან დოლიძეც შეუერთდება, ის “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი ნატოში ელჩის თანამდებობას იკავებდა.

Next Post

ინდური შტამი საქართველოში - 5 ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

ხუთ მაი 27 , 2021
1,105 წაკითხვაჩვენთან ამ ეტაპზე, თითქმის 90%-დან 100%-ის ფარგლებში ფიქსირდება ბრიტანული შტამი. დღეს ქვეყანაში დადასტურდა 5 ადამიანში, როგორც პისიარ-კვლევებით, ისე გენომის სექვენირებით ინდური შტამის არსებობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. „ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. 5-ივე ადამიანის […]

შესაძლოა მოგეწონოთ