ინდური შტამი საქართველოში – 5 ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

837 წაკითხვა

ჩვენთან ამ ეტაპზე, თითქმის 90%-დან 100%-ის ფარგლებში ფიქსირდება ბრიტანული შტამი. დღეს ქვეყანაში დადასტურდა 5 ადამიანში, როგორც პისიარ-კვლევებით, ისე გენომის სექვენირებით ინდური შტამის არსებობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. „ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. 5-ივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქედან 3-მა, რომლებიც უცხოელები არიან, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო საქართველოს მოქალაქეები არიან იზოლირებულები და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი სახლის პირობებში არიან და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ისინი იზოლირებულები არიან.

Next Post

თქვენ რომ გაძლევდათ ფულს, მაშინ კაი ბიჭი იყო? - დაპირისპირება "რეაქციის" ეთერში

ხუთ მაი 27 , 2021
837 წაკითხვა გადაცემა “რეაქციის” სტუმრები, ედიშერ გვენეტაძე, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ლაშა დამენია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.