რატომ არ ურტყამს კალაძე გახარიას?

979 წაკითხვა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია „ქართული ოცნების“ ნერვებზე თამაშობს:

„მას დააწყებინა ისეთი მოქმედება, როგორიცაა რეგიონებში საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. “ოცნების” ყველა ლიდერი, კალაძის გარდა, გახარიას წინააღმდეგ გამოვიდა.  არსად შემინიშნავს, რომ კალაძეს რაიმე კრიტიკული ეთქვას გახარიას მისამართით.

კალაძეს არაფერში სჭირდება გახარიასთან წასვლა. გახარიამ შეიძლება მოინდომოს თავის გუნდში კალაძე, კალაძეს კი არაფერში სჭირდება მასთან წასვლა. “ქართულ ოცნებაში” დღეს კალაძე ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს და სულ ჩამოაქციოს “ოცნება”. ყველა ინატრებს კალაძესთან წასვლას. კალაძე თუ ცალკე წავიდა, აქეთ ცალკე გახარია და “ოცნებას” არანაირი შანსი არ რჩება, 43% კი არა, 30% რომ აიღოს.

Next Post

„არ დაიჯეროთ! გამოაღეთ მაცივრის კარი“ - ოთარ აბესაძე

სამ ივნ 1 , 2021
979 წაკითხვა„არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!“ – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს. „არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! – საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.6%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი-აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️ რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, […]

შესაძლოა მოგეწონოთ