„არ დაიჯეროთ! გამოაღეთ მაცივრის კარი“ – ოთარ აბესაძე

1,157 წაკითხვა

„არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!“ – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

„არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! – საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.6%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი-აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️ რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %‼️

საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:

1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით.

2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70.000 ადამიანზე მეტი.

3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30% – ით.

4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა.

5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.

P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% – იანი ეკონომიკური ზრდა“

Next Post

„გაგვცეს გახარიამ პასუხი, სისულელეებს იძახის”- შალვა რამიშვილი

სამ ივნ 1 , 2021
1,157 წაკითხვაგაგვცეს გახარიამ პასუხი, რატომ გადადგა, არ აქვს ამაზე პასუხი, სისულელეებს იძახის”- განაცხადა შალვა რამიშვილმა გადაცემაში „სამნი & co“.