„ოცნებაში“ წიოკია“ – კახა ოქრიაშვილი

1,089 წაკითხვა

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას -„საქართველოსთვის“ 10%-იანი რეიტინგი აქვს.

„მოხარული ვარ, რომ გახარია შემოვიდა პოლიტიკაში, როგორც ცალკე პოლიტიკური ფიგურა და ცალკე პოლიტიკური პარტია უკვე 2 დღეა, მაქვს ინფორმაცია, რომ მის პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს, პიროვნული რეიტინგი უფრო მაღალი აქვს.მუდმივად ვახორციელებ მონიტორინგს პოლიტიკურ სივრცეში რა ხდება, ვის რამდენი რეიტინგი აქვს, ბოლო კვლევა დასრულდა პრაქტიკულად გუშინ, მინდა განვაცხადო, რომ 10%-იანი რეიტინგი აქვს, ეს არის განაცხადი, რომ მის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა. ეს ძალიან კარგია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა კოლეგებმა, განსაკუთრებით, „ოცნებაში“ არის ერთი წიოკი, რადგან ეს 10% პრაქტიკულად „ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ პოლიტიკური კონკურენცია იზრდება – განაცხადა ოქრიაშვილმა.

Next Post

„მიშა, ბოლო იმედი ხართ ამ გარეწრების ხელში“ - მაია ორჯონიკიძე

სამ ივნ 1 , 2021
1,089 წაკითხვა„მიშა, ამ ქვეყნის ბოლო იმედი ხართ. მართლა იღუპება საქართველო ამ გარეწრების ხელში“– წერს სოციალურ ქსელში მხატვარი მაია ორჯონიკიძე.