2020 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების ვინაობა ცნობილია IDFI-ის ანგარიში

808 წაკითხვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

IDFI-ის მიერ, 2020 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა.

მთავრობის ადმინისტრაციის და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%). საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე.

ყველაზე ღია უწყებები: 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა. მათ შორის: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 92,33%.

2020 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. 2020 წელს საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების გაუარესებას ხელი შეუწყო, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ. კერძოდ,  უწყებების განმარტებით, პანდემიის შედეგად შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.) შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში.

შედეგად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი.

Next Post

„არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს“ – მაია ბუწაშვილი

ოთხ ივნ 2 , 2021
808 წაკითხვა“საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%). ანუ ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი […]