რუსთავში კაზინოში გამარჯვებულს 300.000 არ მისცეს

რუსთავში, დეპუტატ ისკო დასენის კუთვნილ კაზინო 777-ში მოქალაქემ ჯეკპოტი მოიგო, თუმცა კუთვნილი 300 ათასი ლარი მას არ მისცეს. თანხის მოთხოვნის შემდეგ დაცვამ მას სცემა და დაწესებულებიდან გამოაგდო.

კლუბის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პროგრამამ გაჭედა  და მომხმარებელს  რეალურად არანაირი თანხა არ მოუგია.

ბაირამოვი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მასზე დაცვის სამსახურის წევრებმა იძალადეს, დასახმარებლად პოლიციას მიმართა. თუმცა მისი თქმით, პოლიციას ამ დრომდე შიდაკადრებიც კი არ ამოუღია.

ფაქტს ასევე თვითმიხლელებიც ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ მოგების შემდეგ ბაირამოვი გარეთ ძალის გამოყენებით გააგდეს.

დავინახე, რომ მოიგო ადამიანმა, მერე უცებ დაცვამ აპარატს მოაშორა და გარეთ გააგდო. მოიყვანეს ორი ბიჭი, რომლებმაც აპარატი გახსნეს და უცბად გაანულეს ციფრები. ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი”,- ამბობს თვითმხილველი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…