გიორგი ლაღიძე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

პარტია „მომავალი საქართველი“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

მინდა გამოვეხმაურო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ატეხილ ხმაურს. ერთის მხრივ, ცალსახაა, რომ სახალხო დამცველს უნდა მიეცეს დაწესებულებაში შესვლის უფლება, ასევე, ყველაფერი ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული და უპირატესი ბავშვთა ინტერესების დაცვაა,ხოლო თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული შესაბამისადაც უნდა დაისაჯოს,თუმცა ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ყველაფერი იმაზე მუქ ფერებში წარმოაჩინონ ვიდრე რეალობაა,ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ გააფთრებით ებრძვიან დედა ეკლესიას და მასთან დაკავშირებულ ყველა დაწესებულებას, დედაეკლესია ყოველთვის იყო არის და მომავალშიც იქნება ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევა, ასე რომ მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა და ცალკეულმა შემთხვევებმა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩრდილი არ მიაყენოს და ამაში დიდი როლი ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს – წერს გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…