„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“ – ქეთი დოლიძე

998 წაკითხვა

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა. წამყვანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კინორეჟისორის გამონათქვამები ზოგჯერ საზოგადოებას არ მოსწონს ხოლმე. მათ შორის, ქეთი დოლიძეს გაახსენა მისი ეთერი „ტვ პირველზე“, სადაც ცნობილმა რეჟისორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ელიავას ბაზრობაზე „დაბუდებული ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდეს“.

ქეთი დოლიძე:

„გასაგებია, რატომაც არიან აქ, მაგრამ კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. ჩემი არც ერთი ნათესავი გურიიდან აქ არ ჩამოსულა… მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ… ყველას ხომ ვერ გამოკვებავს, შეუძლებელია, ყველა თბილისში იყოს. შეიძლება, ხისტი ვიყავი, მაგრამ მე მირჩევნია, თუკი ადამიანს უჭირს, თავის კარ-მიდამოში გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, როდის წაიყვანს ვიღაც სანტექნიკის გასაკეთებლად, რაც არ არის მისი საქმე…“

Next Post

„ერთადერთი კითხვა მაქვს შენთან უფალო...“ - ირინა სარიშვილი

ორშ ივნ 7 , 2021
998 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ივანიშვილის განცხადება მოვისმინე გახარიაზე. მას მერე ვაკვირდები ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოების ბრძენი ნაწილი და ერთადერთი კითხვა მაქვს შენთან უფალო – ჩვენ სირია რატო არ დაგვარქვი?