„წაგებული აქვს სანდროს თაკო ჩარკვიანი…“ – რაზე დანიძლავდნენ „გირჩელები“

855 წაკითხვა

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა, გირჩის სანაძლეო პირობა ნაწილობრივ შესრულებულია. კერძოდ, გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას თანაგუნდელ სანდრო რაქვიაშვილთან ნიძლავი ჰქონდა დადებული ხინკალზე, რომ ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევიდოდნენ.

ხვიჩია ამბობს, რომ ახლა ხინკალი რაქვიაშვილს აქვს ჩასაბარებელი, რადგან ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა. რაც შეეხება ნათელაშვილს, თუ ის არ შევა, ჩაბარება ხვიჩიას მოუწევს.

„ფრე არ მოსულა. ერთი უკვე წაგებული აქვს სანდროს, მეორე აწი გადაწყდება, შეიძლება, მე წავაგო და მე მომიწიოს შალვაზე კისრება” -ამბობს  ხვიჩია.

„ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კისრულობთ“ – მეგრელიშვილი.

„კი, აბა გაბათილება არ მოსულა ასეთ დროს“ – ამბობს ხვიჩია.

„ესე იგი, წაგებული აქვს სანდროს თაკო ჩარკვიანი და ველოდებით შალვა ნათელაშვილის ხინკალს“-ამბობს მეგრელიშვილი.

ხვიჩას თქმით, იმედი აქვს, რომ ნათელაშვილი პარლამენტში შევა და ის არ წააგებს.

ამის შესახებ დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე, ლევან იოსელიანის სიტყვით გამოსვლის პარალელურად თავიანთ ფეისბუქლაივში ისაუბრეს.

Next Post

სუსმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

პარ ივნ 11 , 2021
855 წაკითხვასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების […]

შესაძლოა მოგეწონოთ