საქართველოში ინტერნეტშეტევებმა და ლოკალურმა საფრთხეებმა მკვეთრად იკლო

649 წაკითხვა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 8,% შეტევებს დაექვემდებარა ინტერნეტით (ვებ-შეტევები). 2020 წლის იმავე პერიოდში მომხმარებელთა 27,8% -მა განიცადა ასეთი შეტევები. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სომხეთში ვებ-შეტევა განხორციელდა მომხმარებელთა 9,44%-ზე, რაც მსოფლიოში მე -13 მაჩვენებელია, ხოლო აზერბაიჯანში – 8,57% (მე -17 ადგილი).

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემების თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში ლოკალური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლების 17, 1%, ხოლო ერთი წლით ადრე 32,7% . მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სომხეთში ასეთ შეტევას დაექვემდებარა მომხმარებელთა 21,4%, ხოლო აზერბაიჯანში – 26,4%. ეს საფრთხე კომპიუტერში აღწევს ფაილების ან მოსახსნელი საშუალებების (ფლეშ დრაივები, კამერების და ტელეფონების მეხსიერების ბარათები, გარე მყარი დისკები) დაინფიცირების ან კომპიუტერში ხვდებიან არა ღია ფორმით (მაგალითად, პროგრამები კომპლექსურ ინსტალატორებში, დაშიფრული ფაილები და ა.შ.).
ინტერნეტ თავდასხმებისგან, ინფიცირებული ვებ- გვერდებიდან მავნე ობიექტების ჩამოტვირთვისაგან თავის დასაცავად ექსპერტები გვირჩევენ საიმედო ანტივირუსის გამოყენებას ვებ- მოდულით.

თავდამსხმელები ქმნიან მავნე საიტებს განზრახ, ან ლეგიტიმურ რესურსებს ტეხენ და მათში სხვადასხვა დანიშნულების სკრიპტებსა და პროგრამებს ნერგავენ, ისეთებს როგორებიც არიან კრიპტოვალუტების ფარული მაინერები, კრიპტოგრაფ-გამომძალველების ჩამტვირთავები, პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვის პროგრამები.

ლოკალური საფრთხეებისგან თავის დასაცავად საჭიროა რამდენადაც შესაძლებელია უარი თქვათ მოსახსნელი საშუალებების გამოყენებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს მათი სკანირება საიმედო ანტივირუსული საშუალებებით. ყოველთვის უნდა შეამოწმოთ ჩამოსატვირთი კომპლექსური ინსტალატორები და არქივები. თქვენი კომპიუტერი ინფიცირებისაგან შეგიძლიათ დაიცვათ ფაილების ავტომატური ჩატვირთვის ფუნქციის გამორთვით.

Next Post

IT პროცესების მართვა

პარ ივნ 11 , 2021
649 წაკითხვათანამედროვე სამყაროში ყველაფრის გაციფრულება და ინოვაციური ტექნოლოგიის ათვისება ბიზნესის ზრდისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რის პარალელურადაც აუცილებელია შემუშავებული იქნეს შესაბამისი თავდაცვის სისტემები და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესები მაღალ დონეზე იყოს გამართული. ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, იქნება ეს ახლადშექმნილი მცირე ბიზნესი, სტარტაპი თუ ბაზარზე უკვე ფესვგადგმული დიდი კომპანია, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია IT მომსახურება მაღალ დონეზე ქონდეს დაცული, ვინაიდან ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის სასიცოცხლოდ […]