IT პროცესების მართვა

1,012 წაკითხვა

თანამედროვე სამყაროში ყველაფრის გაციფრულება და ინოვაციური ტექნოლოგიის ათვისება ბიზნესის ზრდისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რის პარალელურადაც აუცილებელია შემუშავებული იქნეს შესაბამისი თავდაცვის სისტემები და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესები მაღალ დონეზე იყოს გამართული. ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, იქნება ეს ახლადშექმნილი მცირე ბიზნესი, სტარტაპი თუ ბაზარზე უკვე ფესვგადგმული დიდი კომპანია, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია IT მომსახურება მაღალ დონეზე ქონდეს დაცული, ვინაიდან ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტი გამართული იყოს. აქედან გამომდინარე, ტექნიკური მომსახურება აჯობებს პროფესიონალთა გუნდმა გაწიოს, მათ ვისაც მომხმარებელი ენდობა და თავისი საქმე კარგად იცის.

თანამედროვეობაში უამრავი გამოწვევაა, რომლის დაძლევაც არსებულ კომპანიებსა თუ მენეჯერებს უხდებათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცულად შენახვა და გადაცემაა, რის გარეშეც ბიზნესის განვითარება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აუცილებელია შემუშავებული იყოს IT სტრატეგია, რომელიც ეფექტურად იქნება განხორციელებული, მისი მონიტორინგი კი სისტემატიურად ხდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია კომპანიის IT თანამშრომლების სწორად შერჩევა და მათი გუნდურობა, ვინც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას, კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებასა და შეკეთებას, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ და უზადოდ გამოყენებას.

პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონიზაცია დღეს ნებისმიერი კომპანიისთვის  უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ვინაიდან ის წარმოადგენს რესურსების მაქსიმალურად ოპტიმიზაციისა და ოპერატიულობის მთავარ წინაპირობას. კარგად დანერგილი და სწორად ჩაშენებული სისტემა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორგანიზაციამ სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირება. რესურსების ოპტიმიზაცია და ოპერატიულობა განაპირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტების გამოყენებას, მხარდაჭერას, განვითარებასა და  უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევასა და დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია არსებული რისკების შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.

საქართველოში IT მომსახურება და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მართვის სპეციალისტები გარკვეულწილად იშვიათი და ნიშური პროფესიების რიგს განეკუთვნება, შესაბამისად რთულია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონდე კადრის მოძიება, ამიტომ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ტოპ მენეჯმენტმა, რათა პოტენციურად თავიდან იქნეს არიდებული არასათანადო მხარდაჭერისა თუ უსაფრთხოების შედეგად მიღებებული ზარალის დადგომა. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში აღნიშნული სფეროს აუთსორსზე წარმოება ისეთ პროფესიონალებთანაა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, ვინც გაუწევს IT სფეროს ადმინისტრირების პროცესის დელეგირებას და ვინც გამოყოფს რესურსებს, რომელიც მიმართული იქნება ორგანიზაციაში IT პროცესების ადმინისტრირებაზე.

IT პროცესების მართვისას აუცილებელია ამ მიმართულების განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რასაც მიყვება გუნდი და აღასრულებს მას. ასევე, აუცილებელია IT მხარდაჭერის პროცესებისა და ადამიანური რესურსების სწორი მენეჯმენტი, რაც განაპირობებს სწორ მიდგომებსა და განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნეს მოძიებული IT კომპონენტების მომწოდებლები, ვინც მოგამარებთ შესაბამისი და ხარისხიანი პროდუქტით. დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე ბიზნესის განვითარება უკვე წარმოუდგენელია და მათი გამოყენება კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელიც კი ხდება, შესაბამისად ნებისმიერი კომპანიისთვის ამ პროცესების დაგეგმარება და სწორად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Next Post

რა არის ავტოსესხი და როდის სჯობს სარგებლობა

პარ ივნ 11 , 2021
1,012 წაკითხვაცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი, პირადი სივრცის ქონა ყოველთვის აქტუალური საკითხია, სადაც შევძლებთ განმარტოებას თუ უბრალოდ განტვირთვას. განსაკუთრებული კომფორტი საკუთარი ავტომობილის ქონაა, რაც უამრავ შესაძლებლობას ბადებს და გარკვეულწილად ჩვენს პასუხისმგებლობასაც ამაღლებს. ის გრძნობა კი, რომ უბრალოდ შეგიძლია საკუთარ მანქანაში ჩაჯდე და სადაც გულს გაუხარდება იქით გასწიო, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია, ამიტომაც ყოველთვის მაღალია დაინტერესება მანქანის მიმართ სხვადასხვა ტიპის ადამიანებში. როგორც წესი, პირველი […]