ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი, პირადი სივრცის ქონა ყოველთვის აქტუალური საკითხია, სადაც შევძლებთ განმარტოებას თუ უბრალოდ განტვირთვას. განსაკუთრებული კომფორტი საკუთარი ავტომობილის ქონაა, რაც უამრავ შესაძლებლობას ბადებს და გარკვეულწილად ჩვენს პასუხისმგებლობასაც ამაღლებს. ის გრძნობა კი, რომ უბრალოდ შეგიძლია საკუთარ მანქანაში ჩაჯდე და სადაც გულს გაუხარდება იქით გასწიო, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია, ამიტომაც ყოველთვის მაღალია დაინტერესება მანქანის მიმართ სხვადასხვა ტიპის ადამიანებში.
როგორც წესი, პირველი ავტომობის შეძენა ხარჯებთან და შეიძლება რისკებთანაც იყოს დაკავშირებული, რის გამოც უამრავი თავს იკავებს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, თუმცა თუ გსურთ იყოლიოთ საკუთარი პირველი ავტომობილი, რომელზე ფიქრშიც იძინებთ და დილით ამ იმედით გეღვიძებათ, ნამდვილად ღირს ალტერნატივების გადახედვა, რადგან თუ საკუთარი შემოსავალი უკვე გაქვთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებაც ნახოთ. სხვადასხვა ვარიენტები სხვადასხვა პირობებს გულისხმობს, თუმცა საუკეთესო შესაძლებლობა ავტომობილის შეძენისას რაც შეიძლება ნახოთ, ეს არის ავტოსესხი, რომლის პირობები საკმაოდ მომგებიანი და კომფორტულია, რადგანაც ამ ტიპის კრედიტი მხოლოდ ავტომობილის შეძენაზეა გათვილი და ბანკებიც ცდილობენ მაქსიმალურად კარგი პირობები შესთავაზონ დაინტერესებულ ადამიანებს.
ავტოსესხის უპირატესობა მისი მიზნობრიობაა, რის გამოც მომგებიანი საპროცენტო პირობები, ამასთანავე სესხის უზრუნველყოფა ხდება ავტომობილის გირავნობით და მისი მართვის უფლება, რა თქმა უნდა, თქვენ გრჩებათ. ავტომობლის შერჩევის შემდეგ, ხდება კრედიტის განაცხადის შერჩევა, რომლის პროცედურაც საკმაოდ გამარტივებულია და შესაძლებელია ესტუმროთ სასურველი საკრედიტო კომპანიის ვებ-გვერდს ან ესტუმროთ ფილიალს. დამტკიცების პროცედურისთვის დაახლოებით 30 წუთია საჭირო. განაცხადის შევსებისას საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
ავტოსესხით სარგებლობის გადაწყვეტილების მიღებისას სასურველია უპირველესად სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების პირობები შეამოწმოთ, გაეცანით სხვადასხვა ბანკის შემოთავაზებებს, ყურადღება გაამახვილეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსა და გადახდის მაქსიმალურ ვადაზე და აირჩიეთ მათ შორის ყველაზე კომფორტული, რადგან კრედიტი გრძელვადიანია. როგორც წესი, გამოშვების წელი შეზღუდულია და ყველაზე მინიმუმი, რაც შეიძლება შემოგთავაზონ არის 1995 წელს გამოშვებული. ასევე, არსებობს ინდივიდის მინიმალური ასაკი, უმეტესად აუცილებელია, რომ უნდა იყოთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთი კომპანიაში 20 წლიდანაც შესაძლებელია განაცხადის შევსება. სესხით სარგებლობისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ გქონდეთ სტაბილური სამსახური და ყოველთვიური შემოსავალი, რადგან ვალდებულების დროულად დაფარვა შეძლოთ.
ავტოსესხი ინდივიდუალურია და მისი მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. აღნიშნული ტიპის სესხი არ საჭიროებს თავდებში მესამე პირის ჩადგომას. სესხის დამტკიცების შემდეგ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გადახდის გრაფიკს, შეამოწმეთ რამდეგან მისაღებია თქვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოთ უზუსტობები. ასევე აუცილებლად დასვით კითხვები თუ რაიმე ბუნდოვანი იქნება, მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა დეტალი გასაგები იყოს და აუცილებლად მაქსიმალური ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას. გახსოვდეთ, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით შეგიძლიათ სასურველი პირობები შესთავაზოთ ფინანსურ ორგანიზაციას.