რა არის ბათუმში უეჭველად სანახავი ამ ზაფხულს

935 წაკითხვა

ზაფხულის დადგომა ნიშნავს უამრავ ახალ თავგადასავალს და პანდემიის დროს, რთული დღეების შემდეგ ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად განიტვირთონ, შესაბამისად მეტ-ნაკლებად ცდილობენ წარმოდგენა შეიქმნან რისი გაკეთება სურთ წლის ყველაზე ცხელ დღეებში. არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე პოპულარული ადგილი მაინც ზღვისპირეთია, რომელსაც ათასობით ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს. გამონაკლისი არც ამ წლის ზაფხული იქნება, ამიტომ თუ ბათუმში დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი, უკვე დროა მის ორგანიზებაზე ზრუნვაც დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, ბინები ბათუმში, როგორც წესი, ყოველდღიურად ქირავდება, ამიტომ აჯობებს თუ დაგეგმილი უკვე გაქვთ ბათუმში ვიზიტი, სასურველია უკვე დაიწყოთ ამისთვის მზადება და წინასწარ მოძებნოთ სასურველ ადგილას ბინები.

ბინის შერჩევისას კარგი იქნება თუ უკვე ჩამოყალიბებული იქნებით რისი გაკეთება გსურთ ბათუმში და რა ადგილების მონახულებას გეგმავთ, ვინაიდან ეს უფრო გაგიმარტივებთ ძებნის პროცესს და შეძლებთ ახლოს მონახოთ სასურველი ბინა. სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ამ ქალაქის ყველა სტუმარმა.

ბოტანიკური ბაღი

ზაფხულის სიცხისგან თავის არიდება თუ სიმწვანეში გსურთ, ეს ადგილი ნამდვილად სამოთხე იქნება ნებისმიერი ვიზიტორისთვის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში, რადგან აქ არსებული მცენარეთა სახეობები აღებულია სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან, რომლებიც უნიკალურად თანაარსებობენ.

პეტრას ციხე

თუ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ცოტათი მაინც იცით, აუცილებლად გეცოდინებათ ამ ნაწარმოებში არსებული ქაჯეთის ციხე, რომელიც რეალური ადგილია და რომელიც ბათუმთან ახლოს, ციხისძირში მდებარეობს. პეტრას ციხე აშენდა 535 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით და ნამდვილად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მისი მონახულება.

გონიოს ციხე

გონიო-აფსაროსის (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე დაარსდა I საუკუნეში. ამ ადგილას დაცულია ისტორიული ნაკეთობები, რომელიც ინახება აქ განთავსებულ მუზეუმში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე და რომლებიც ნამდვილად ნებისმიერ მნახველზე მოახდენს შთაბეჭდილებას.

დელფინარიუმი

თუ ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებთ, დელფინარიუმი იდეალური ადგილია ბაშვებისთვის, რომელიც ნამდვილად ჯადოსნურ მოგონებად დაამახსოვრდებათ ყოველთვის. გაწვრთნილი დელფინების სეციალური პროგრამა გულგრილს არც უფროსებს დატოვებს და ნამდვილად გაგიხალისებთ მზიან დღეებს ოჯახთან ერთად.

პიაცა

ამ ადგილის იდეა აღებულია ვენეციური მოედნიდან და განთავსებულია რესტორანი და სასტუმრო, საღამოობით კი უკრავს ცოცხალი მუსიკა. ეს ადგილი იდეალურია საღამოს დროის გასატარებლად, რომელიც შთაბეჭდილებების ქვეშ ნამდვლად დაგტოვებთ.

ალი და ნინო

ამ ულამაზესი სკულპტურის შესახებ შეიძლება უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ, თუმცა თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ მომაჯადოებელ სანახაობას. ალი და ნინოს ქანდაკებას ბულვარის დასაწყისში შეხვდებით და ნამდვილად ღირს სანახავად.

ბათუმში სტუმრობისას ნამდვილად უნდა დაათვალიეროთ ეს ადგილები, თუმცა არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად ესტუმროთ მთავარ ღირსშენიშნაობას – შავ ზღვას, რის გამოც უამრავი ადამიანი სტუმრობს ამ ქალაქს. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შეგიძლიათ ბინები ბათუმში  სასურველი ხედით მარტივად იპოვოთ, მთავარია იცოდეთ სად გსურთ და თქვენი ფინანსები სწორად გადაანაწილოთ.

 

Next Post

ბუღალტერიის წარმოება აუთსორსზე

პარ ივნ 11 , 2021
935 წაკითხვამენეჯერებისთვის კომპანიის მართვისას აუცილებელია უამრავ მცირე თუ დიდი ფაქტორის ფაქტორის გათვალისწინება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა მისაღები. ყველაფრის მიუხედავად, უპირველესი, რასაც ამ დროს ყურადღება ექცევა ფინანსებია, რომელზეც სასიცოცხლოდ აუცილებელია ზუსტად ფლობდეს მენეჯერი ინფრომაციას, რათა განისაზღვროს ამჟამინდელი მდგომარეობა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდეგი სვლა. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია დრამატულად მაღალი ზარალი ნახოს კომპანიამ, შესაბამისად სწორ გადაწყვეტილებას ხშირად განსაზღვრავს კომპანიის მოწესრიგებული […]