ბუღალტერიის წარმოება აუთსორსზე

919 წაკითხვა

მენეჯერებისთვის კომპანიის მართვისას აუცილებელია უამრავ მცირე თუ დიდი ფაქტორის ფაქტორის გათვალისწინება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა მისაღები. ყველაფრის მიუხედავად, უპირველესი, რასაც ამ დროს ყურადღება ექცევა ფინანსებია, რომელზეც სასიცოცხლოდ აუცილებელია ზუსტად ფლობდეს მენეჯერი ინფრომაციას, რათა განისაზღვროს ამჟამინდელი მდგომარეობა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდეგი სვლა. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია დრამატულად მაღალი ზარალი ნახოს კომპანიამ, შესაბამისად სწორ გადაწყვეტილებას ხშირად განსაზღვრავს კომპანიის მოწესრიგებული ფინანსური მდგომარეობა. ასეთ დროს, აუცილებელია ბუღალტერია დალაგებული, მარტივად გასაგები და სწორად მოწოდებული იყოს, რომელსაც ექნება შესაბამისი ფორმატი და სტრუქტურა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტერია მეჯერისთვის ნამდვილი თვის ტკივილი შეიძლება გახდეს, ამიტომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ბუღალტრული მომსახურება კომპეტენტურმა და საკუთარი საქმის პროფესიონალმა ადამიანმა აწარმოოს.

ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა ბუღალტერიის კარგად კეთებისთვის არის მისი აუთსორსზე გატანა, რაც გულისხმობს ბუღალტრულ კომპანიასთან დამეგობრებას, ვინც სრულად ჩაიბარებს ფინანსებს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ თავის ტკივილს. პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა დაინტერესება საქმის ასეთი მიდგომისადმი და სულ უფრო მეტი სტარტაპი თუ კომპანია ცდილობს ეს მიდგომა დანერგოს თავისთან. ასეთი ტიპის თანამშრომლიბა საკმაოდ დიდ კომფორტს იძლევა, ვინაიდან ბუღალტერიას პროფეიონალთა მთელი გუნდი განაგებს, რომელიც სანდოობითაა აღჭურვილი და ნებისმიერ დროს მზადაა თქვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ასეთი ტიპის ურთიერთობა ორივე პარტნიორი კომპანიისთვისაა მომგებიანი, ვინაიდან ბუღალტრული კომპანიის მთავარი მოტივაცია პარტნიორი ორგანიზაციის წარმატებაა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მის იმიჯს და პროფესიონალზმს, რაც შემჩნეველი ნამდვილად არ რჩება. ბუღალტრული კომპანიისთვის კარგად გაკეთებული საქმე ნიშნავს დამკვეთი ორგანიზაციის წარმატებას კონკრეტულ დროში და რადგანაც ფინანსები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაგეგმვისას, კომპანიაც სრულადაა ჩართული ამ პროცესში. ბუღალტრული მომსახურება ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რასაც მენეჯერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ის არის, რომ ყველა პროცესი იყოს მოქცეული კანონიერ ჩარჩოში. მეორეს მხრივ, აუთსორსზე მუშაობისას ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან დაქირავებული კომპანიას არ უღირს ასეთ რისკზე წასვლა.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოების პრინციპი მარტივია, თავიდან ბუღალტრული კომპანიიდან თქვენს ორგანიზაციას თუ სტარტაპს მიემაგრება ერთი ადამიანი, ვინც სრულად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, გადაავლებს თვალს წინა პერიოდს და შეამოწმებს რამდენად მოდის თანხვედრაში ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას, დააკორექტირებს ახლანდელ ხარჯებს, თავს მოუყრის ყველა ინფორმაციას ერთად და რეპორტის სახით გაუგზავნის კომპანიის მენეჯერს, ვისთან ერთადაც გაივლის ამ დეტალებს და სამომავლო მიზნებს. თავის მხრივ ასეთი ტიპის ურთიერთობისას აუცილებლად გაუზიარებს ბუღალტრული კომპანიის წარმომადგენელი მენეჯერს რჩევებს, თუ რომელი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ფინანსურად უფრო მეტად სარისკო და რომელი უფრო მეტად მომგებიანი. იმისათვის, რომ  ბუღალტრული მომსახურება უფრო მეტად ეფექტური იყოს,  კარგი იქნება თუ პროცესებში უშუალოდ მენეჯერიც იქნება ჩართული და ინფორმაციას, რომელიც ეტაპობრივი რეპორტის სახით მიიღებს დეტალურად გაეცნობა, ვინაიდან ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რა ეტაპზე იმყოფება ფინანსურად კომპანია.

Next Post

რა უნდა გავითვალისწინოთ პირველი სამსახურის ძიებისას

პარ ივნ 11 , 2021
919 წაკითხვაადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტოს რისი კეთება უნდა და სად სურს მუშაობა. არჩევანის გაკეთება იოლი საქმე ნამდვილად არაა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპია, რის შემდეგაც იწყება წარმატებისა და დამარცხების უწყვეტი ჯაჭვი, თუმცა ორივე შემთხვევაში ფასდაუდებელ გამოცდილებას ნამდვილად მივიღებთ. დასაქმება განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლახანს დაამთავრა სასწავლებელი, ან სულაც ჯერ კიდევ […]