ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

2,329 წაკითხვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

Next Post

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

პარ ოქტ 4 , 2019
2,329 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს. ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.