გიორგი გახარიას პირველი გარე ვიზიტი ოპოზიციონერის ამპლუაში

848 წაკითხვა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართვრელობის არჩევნები.

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.

Next Post

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ოთხ ივნ 16 , 2021
848 წაკითხვააშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ჟენევაში შეხვედრა მიმდინარეობს. ვილა ლა გრანჟიში შესვლამდე პრეზიდენტები ერთმანეთს მიესალმნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს. პუტინმა ამერიკელ კოლეგას „შეხვედრის ინიცირებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი იმუშავეთ. აშშ-სა და რუსეთს ბევრი საკითხი დაუგროვდათ, რომლებიც უმაღლესი დონის შეხვედრას საჭიროებენ და იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება,“- განუცხადა პუტინმა ბაიდენს შეხვედრის დაწყებამდე. ვიწრო ფორმატის შეხვედრა […]

შესაძლოა მოგეწონოთ