2,404 წაკითხვა
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს.
ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
შაბ ოქტ 5 , 2019
2,404 წაკითხვააშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (შFOPს) შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და […]