„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ტელევიზორს მივუჯექი, გადავრთე- გადმოვრთე და როგორც წესი_ დავიზაფრე .. . გამოვრთე ტელევიზორი, გადავერთე- გადმოვერთე, სამზარეულოში ჩავედი, შვილიშვილებისთვის დილის საუზმის ინგრედიენტები გამოვალაგე- მსურს დავივიწყო, რაც ვიხილე შაბათის საღამოს ეთერებში, მაგრამ ამაოდ… გავექეცი როგორც იქნა ამ კოშმარს, ამოვირბინე შიდა კიბე და ვიფიქრე ახლა კი კარგ მუსიკას მოვუსმენ მეთქი, იუთუბზე შევედი და თვალების თხრის სპეცოპერაცია არ ამომიგდო ეგრევე და საბოლოოდ არ გამანადგურა დღეისათვის ?! მართლა გულით მინდა სადღაც დედამიწის ერთ პატარა კუნჭულში დავსახლდეთ მიშა და მისი პარტიის მხარდამჭერები იზოლირებულად ქოცისტანიდან …“ – წერს გოცირიძე