ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტოს რისსი კეთება სურს და ამ არჩევანის მიხედვით განავითაროს ცხოვრების კონრკეტული ეტაპი. ასეთ დროს კარგად დაფიქრებაა საჭირო, რათა განვსაზღვროთ რისი გაკეთება შეგვიძლია, რისი გაკეთება გვინდა მომავალში და რა არის საჭირო განვითარებისთვის. ხშირად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც კი ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ სად ხედავს საკუთარ თავს, ასეთ დროს კი ერთ-ერთი ალტერნატივა სხვადასხვა სფეროების მოსინჯვაა. მეორე მხრივ შეიძლება სტუდენტობის პერიოდში უკვე დასახული გვქონდეს საკუთარი მიზნები, თუმცა გამოცდილების ნაკლებობის გამო უამრავ უარი მივიღოთ საოცნებო სამსახურებიდან. ორივე შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივა კიდევ ერთხელ ცდაა.
პანდემიის დროს გაჩენილ ახალ პრობლემების გადასაჭრელად საჭირო გახდა ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რამაც შესაძლებელი გახადა სახლიდან მუშაობის საჭიროების უკეთ დანერგვა. დღეს უამრავ სამსახურში შესაძლებელია სასურველი ადგილიდან, ონლაინ მუშაობა, რაც უამრავ შესაძლებლობას ბადებს, თუმცა პირველი სამსახურის მიღებისას სასურველია მაინც ოფისიდან მუშაობა. სამსახურის ძიება ნამდვილად დამღლელი პროცესია, თუმცა მთავარია ხელი არ ჩაიქნიოთ და კიდევ ერთხელ სცადოთ.
ტექნოლოგიის განვითარება ყოველთვის აისახება სამსახურის გარემოზე, რადგან სულ უფრო მეტი დამსაქმებელი ცდილობს დასაქმებულებს კომფორტული პირობები შეუქმნას, რომელიც ა მათზე მორგებული იქნება და რც თავისთავად გაზრდის მათ ეფექტურობას. მშვენიერი ტენდენციაა როდესაც დაინტერესებულ ადამიანებს თავიდანვე მიაწვდი სრულ ინფორმაციას, ვაკანსია როდესაც დაიდება, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის სასურველია აღწერაში მითითებული იყოს ის პირობები, რასაც დამსაქმებელი სთავაზობს მათ. ბაზარზე არსებული კომპანიების უმრავლესობა აღნიშნულ დეტალებს გასაუბრებაზე უზუსტებს აპლიკანტებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ მიდგომას ცვლის და თავიდანვე ცდილობს ცხადი იყოს ის მინიმალური პირობები, რასაც კომპანია გპირდებათ, შესაბამისად ვაკანსიის ძიებისას, ასეთი ტიპის ვაკანსიები ყოველთვის დადებითად მეტყველებს კომპანიის პროფესიონალიზმსა და დამოკიდებულებაზე, რამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი გავლენაც მოახდინოს არჩევანის არსებობის შემთხვევაში.
პირველი სამსახურის მისაღებად ყოველთვის არ არის საჭირო 10 წლიანი გამოცდილებისა და ჯედაის ოსტატობის ფლობა, მთავარია მოტივირებული, პრეზენტაბელური და გულწრფელი იყო, ვინც მზად იქნება ახალი გამოწვევებისთვის და არ შეაშინებს უამრავი დაბრკოლება. უპირველესად შენ რეზიუმეს მიექცევა ყურადღება და თავიდანვე მნიშვნელოვანია HR მენეჯერის ყურადღება მიიპყრო, ამიტომ სანამ ძიებას შეუდგები ააწყვე ახალი, შესაფერისი და ოწესრიგებული რეზიუმე, სადაც კონკრეტულად ლაკონურად მოყვები შენს შესახებ. განსაზღვრე შენი უნარები, ხაზი გაუსვი ძლიერ მხარეებს, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეს და არ გადატვირთო, რეზიუმე უნდა იკითხებოდეს და უნდა იყოს მარტივი. ასევე, როდესაც საინტერესო ვაკანსია მიიპყრობს სენს ყურადღებას ნუ იჩქარებ მაშინვე რეზიუმეს გაგზავნას, ამ დროს სასურველია მცირე ინფო მაინც მოიძიო კომპანიის შესახებ, რაც გარკვეულ შთაბეჭდილებას შეგიქმნის და გასაუბრებაზეც საკმაოდ წაგადგება. გასაუბრებაზე მთავარია საკუთარი თავის რწმენა, კარგად მოუსმინე რა კითხვებს დაგისვავენ და კონკრეტული პასუხი გაეცი. უპირველესი მიზანია თავი კომფორტულად იგრძნო და თავდაჯერებულობაც მოგეცემა.