რა უნდა გავითვალისწინოთ კონდინციონერის შეძენისას

1,031 წაკითხვა

ზაფხული უამრავ თავგადასავალთანაა დაკავშირებული, რისთვისაც პრაქტიკულად მთელი წელია ვემზადებით. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ყოველდღიური რუტინა გარკვეული კუთხით მაინც გარდაუვალია. ასეთ დროს, ზედმეტი სიცხისგან გაბეზრებულები ზამთრის ცივ დღეებს ვნატრობთ, თუმცა გულწრფელად მაინც გვიხარია მაღალი ტემპერატურა. ასეთ დროს ყველაზე პოპულარული საგანია კონდინციონერი, რისთვისაც შეიძლება სულის გაყიდვა და რომელიც ნამდვილად ყველა ადამიანის გულს მოიგებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლიდან მუშაობ.

კონდინციონერის შეძენა თუ ჯერ არ გადაგიწყვიტავს ზაფხულის სიცხე ამ გადაწყვეტილების სისწორეში ნამდვილად დაგარწმუნებს, ხოლო თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს პირველ რიგში აჯობებს იცოდე როგორის შეძენა სჯობს. გაითვალისწინეთ, ფასის ზრდასთან ერთად იმატებს მისი ტექნიკური მახასიათებლებიც, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას და მეტ ფუნქციას გპირდებათ, ხოლო საცხოვრებელი სახლისა თუ ოფისის პირობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან კონდინციონერის არასწორად შერჩევის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ვერ დაამონტაჟოთ. სტატიაში გაგაცნობთ როგორი ტიპის კონდინციონერებია წარმოდგენილი ბაზარზე.

კონდინციონერები კატეგორიის მიხედვით სულ ორი სახის არსებობს – მონობლოკური და სპლიტ-სისტემა. მონობლოკური კონდინციონერი ნიშნავს ერთი ბლოკისგან შემდგარს, შესაბამისად ასეთი ტიპის კონდინციონერები შედარებით პატარა ზომისაა. სპლიტ-სისტემის კატეგორიაში წარმოდგენილი კონდინციონერები შედგება ორი ბლოკისგან, რომელთაგან ერთი შენობის გარეთ, მეორე კი შენობის შიგნით მონტაჟდება.

მონობლოკური კონდინციორი იწარმოება ორი ტიპის – ფანჯრის და მობილური.

ფანჯრის

ასეთი ტიპის კონდინციონერები მარტივად მონტაჟდება ფანჯარაზე ან თხელ კედელზე, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელი შეიძლება გახდეს კედლის რაღაც ნაწილის მონგრევა. აღნიშნულ ტიპს აქვს გამწოვი ვენტილაციის შესაძლებლობა, მთავარი პლიუსი მისი სიმარტივე და შედარებით დაბალი ფასია, მთავარი მინუსი კი მისი ხმაურია.

მობილური

აღნიშნული ტიპი მოსახმარად საკმაოდ მარტივია, რომლის გადაადგილებაც მარტივადაა შესაძლებელი ოთახიდან ოთახში და იმისათვის, რომ გამოყოფილი სითხე შენობაში არ მოხვდეს, აუცილებელია თერმოიზოლირებული მილის ფანჯარაში გაყვანა. მისი მთავარი პლიუსი ფასი, მობილურობა და სიმარტივეა, მინუსი კი ხმაური.

სპლიტ-სისტემის კონდინციონერი რამდენიმე ტიპის არსებობს – კედლის, მულტი-სპლიტ სისტემის, კასეტური, ჭერისა და იატაკის, კოლონური.

კედლის

კედლის ტიპის კონდინციონერები ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია, რომელსაც იყენებენ როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისთვის. გამოყენებს მხრივ საკმაოდ კომფორტული და მარტივია, ვინაიდან ხმაური მაქსიმალურადაა შემცირებული.

მულტი სპლიტ-სისტემის

ასეთი ტიპის კონდინციონერებში ერთ გარე ბლოკს შეიძლება დაუკავშირდეს რამდენიმე შიდა ბლოკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ოთახი გაგრილდეს.

კასეტური

ასეთი ტიპის კონდინციონერები მხოლოდ შეკიდული ჭერის შემთხვევაში მონტაჟდება, რომელიც ჰაერს ოთხივე მიმართულებით, ბლოკის ქვედა ნაწილიდან ანაწილებს.

ჭერისა და იატაკის

აღნიშნული კონდონციონერები მონტაჟდება როგორც ჭერზე, ასევე იატაკზე. ჭერზე დამონტაჟებისას ჰაერი მიემართება ჰორიზონტალური მიმართულებით, იატაკზე დამონტაჟებისას კი ზემოთ ჭერისკენ ვერტიკალურად.

კოლონური

კოლონური კონდინციონერები განკუთვნილია დიდი სივრცის გასაგრილებად. უმეტესად შეხვდებით საგამოფენო დარბაზებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, მუზეუმებში და სხვა საკმაოდ დიდ ოთახებში, სადაც აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მუშაობდეს და ინარჩუნებდეს შესაბამის ტემპერატურას. მთავარი მინუსი მისი დიდი ზომა და შედარებით მაღალი ფასია.

Next Post

რა არის ფულადი გზავნილი

ორშ ივნ 21 , 2021
1,031 წაკითხვატექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფროდაუფრო მარტივდება ინფორმაციისა თუ თანხის ორ ან მეტ ადამიანს შორის გაცვლა. დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სად ხარ, შეგიძლია უსწრაფესად გაუგზავნო სასურველ ადამიანს კონკრეტული თანხა ელექტრონულად, რაც საკმაო კომფორტულია, ამიტომაც უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა ამ კუთხით და ბანკები თუ საკრედიტო ორგანიზაციები ცდილობენ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო იყოს და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია […]