რა არის ფულადი გზავნილი

1,053 წაკითხვა

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფროდაუფრო მარტივდება ინფორმაციისა თუ თანხის ორ ან მეტ ადამიანს შორის გაცვლა. დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სად ხარ, შეგიძლია უსწრაფესად გაუგზავნო სასურველ ადამიანს კონკრეტული თანხა ელექტრონულად, რაც საკმაო კომფორტულია, ამიტომაც უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა ამ კუთხით და ბანკები თუ საკრედიტო ორგანიზაციები ცდილობენ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო იყოს და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია ხელმისაწვდომი. ამიტომაც, ემიგრანტები, ვინც ქვეყნიდან სამსახურის საძიებლად არიან წასულები, სწორედ ფულადი გზავნილების საშუალებით ეხმარებიან ქვეყანაში დარჩენილ ოჯახის წევრებს.

ფულადი გზავნილები ფინანსური პროდუქტია, რომლის სარგებლობის შემთხვევაშიც შესაძლებელია თანხა გაუგზავნოთ მესამე პირს საბანკო ანგარიშის გარეშე. თანხის გაგზავნა შესაძლებელია ყველგან – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიო ნებისმიერ წერტილში. ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა შესაძლებელია ბანკისა თუ სხვა ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელი კომპანიიდან. თანხის მითითებისას შეგიძლიათ სასურველი ვალუტა აირჩიოთ, რომელიც, სავარაუდოდ დამოიდებული იქნება იმ ქვეყანასა თუ ქალაქზე, სადაც აგზავნით. აღნიშნული პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა და თანხის მიღება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით, ვიდრე პირად ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარცხვით.

ფულადი გზავნილის გაგზავნისას აუცილებელია პირადი მონაცემების დაფიქსირება, განაცხადის შევსებისას უნდა შეიყვანოთ მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომერი. ინფორმაციას როდესაც შეავსებთ და გზავნილს გაგზავნით, მას მიენიჭება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და განაღდება. გზავნილის განხორციელება შესაძლებელია როგორც ფილიალში ვიზიტისას, ასევე, ონლაინ, კონკრეტული ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან მარტივად და სწრაფად. მისი მიღების შემდგომ, განაღდებისთვის მიმღები პირი უნდა ესტუმროს ბანკს, სხვა შემთხვევაში მისი განაღდება შესაძლებელია როგორც ბანკომატზე, ასევე ავტომატოტური გადახდის აპარტზე.

ფულადი გზავნილები და მისი პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციაში, ამიტომ უპირველესი რჩევაა მის გაგზავნამდე აუცილებლად გაეცანით ალტერნატივებს. გზავნილის მოცულობაზე, როგორც წესი, დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც განსაზღვრავს კონკრეტული ფინანსური ორგანიზაცია, რომელზეც ასევე დამოკიდებულია გაგზავნის საკომისიოს რაოდენობაც, რომელსაც გამგზავნი ან მიმღები გადაიხდის.

ფულადი გზავნილის გაგზავნისას უნდა წარმოადგინოთ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მიმღები პირის პირადი მონაცემები – სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, შესაძლოა საკონტაქტო ნომერიც მოითხოვონ. გაგზავნისას მინიჭებული უნიკალური კოდი კი გაუზიარეთ მხოლოდ მიმღებ პირს, არავითარ შემთხვევაში არ გაანდოთ მესამე ადამიანს, ვინაიდან გზავნილის უნიკალური ნომერის მეშვეობით ხდება მისი მიღება. ამასთანავე მიმღებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თანხის გამომგზავნის მონაცემები და დაასახელოს გამოგზავნილი თანხის რაოდენობა და ვალუტა.

აღნიშნული სერვისით სარგებლობამდე წინასწარ უნდა დააზუსტოთ იმ ქალაქში, სადაც გსურთ გაგზავნა ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის კონკრეტული სისტემა. ასევე, სასურველია მინიმალური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა რაიმე ხარვეზს არ ჰქონდეს ადგილი. გზავნილის გაგზავნისას აუცილებლად უნდა დააზუსტოთ დრო, რა პერიოდში მიიღებს ადრესატი გზავნილს.

 

Next Post

„ბადრი ესებუა საქართველოშია და ჩვენ მის დაკავებაზე ვმუშაობთ“ - ვახტანგ გომელაური

ოთხ ივნ 23 , 2021
1,053 წაკითხვაშინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება უწყებისთვის ღირსების საკითხია. როგორც მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-ის ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და უწყება მის დასაკავებლად მუშაობს. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ