მორიგი ჩვენება საქართველოს პირველი ჩოგნის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობაში დღეს მეჯვარემ ამხილა. სასამართლო პროცეზე ირიბმა მოწმემ, სოფო შარაშენიძემ თქვა, რომ ის ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის ძალადობას არ შესწრებია, თუმცა იხსენებს რამდენიმე ფაქტს.
სოფო შარაშენიძე ყვება, რომ ნელი დოროყაშვილთან სახლში მისულს სამზარეულოს ნივთები დალეწილი დახვდა, ხოლო მისი მეგობარი ტიროდა.
დოროყაშვილის მეგობარი ასევე ყვება, რომ 2020 წლის იანვარში ბასილაშვილის ყოფილ ცოლს ფიზიკური ძალადობის კვალიც შეამჩნია. მსიი თქმით, ბაისლაშვილთან და მის ოჯახთან კონფლიქტის დროს დოროყაშვილმა ხელი დაიზიანა. ის ასევე ამბობს, რომ სპორტსმენის მამა რძალს ჯოხით მისდევდა.
მოწმემ 2017 წლის ფაქტები გაიხსენა, თუმცა გამოძიება ბასილაშვილს 2018 წლიდან მომხდარ სავარაუდო ძალადობას ედავება.