„მინდა დავამშვიდო ყველა“ – დავით ბაქრაძე

605 წაკითხვა

დავით ბაქრაძე  გამოეხმაურა კომპანია „ედისონ რისერჩი“-ს  ჩატარებულ გამოკითხვას, რომელშიც საკუთარი თავი ვეღარ აღმოაჩინა.

„დღეს საღამოს ტელეკომპანია „ფორმულა“-მ გამოაქვეყნა კომპანია „რისერჩ“-ის ახალი კვლევა – ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული.

მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი – არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს.  არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას. 

იმედია, კვლევის დამკვეთი გაითვალისწინებს და სამომავლოდ აღარ დაუშვებს მსგავს გაუგებარ შეცდომას.

რაც შეეხება მთლიანად კვლევას, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება და გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება“- წერს დავით ბაქრაძე.

Next Post

„ეს კატასტროფაა“ - ალეკო ელისაშვილი

პარ ივნ 25 , 2021
605 წაკითხვაეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, – ასე აფასებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. „ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, უსაგნო კამათი და დავიდარაბა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ