სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამა-შვილის სახლის გადაწვას ბაია პატარაიამ ფეისბუქში ასეთი კომენტარი გაუკეთა:
„პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.
სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას – ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.
დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.
მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.
გავეშებულ ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.
სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ – ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან.“