რატომ ჩატოვეს ქართველი დაზვერვის ოფიცრები ციმბირის ციხეებში – ღარიბაშვილის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“

750 წაკითხვა

მინდა შეგახსენოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში… რუსეთში ჩატოვეთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელ ოპოზიციონერებს, რასაც მათი მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ მოხერხდა.

„აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რას აკეთებს ხელისუფლება ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. მინდა შეგახსენოთ შემდეგი და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში. რომ არა პატრიარქი, რომელიც შებრძანდა… რა არის სირცხვილი? რუსეთში ჩატოვეთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები. რუსეთის ფედერაციაში ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩატოვეს ჩვენი გმირი ოფიცრები. წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ ისინი 2008 წლიდან 2012 წლამდე. ჩვენი გმირები აბსოლუტურად უპატრონოთ ჩატოვეს. მოგიწოდებთ ბატონო ირაკლი ბერაია, რომ ამის თაობაზე დაიბარეთ დაზვერვის უფროსი, მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და მერე პრემიერი, როცა რუსეთიდან გამოვიყვანეთ მათ მიერ ჩატოვებული დაზვერვის ყველა ოფიცერი. მეორე – აქ წეღან აკო მინაშვილმა დასვა შეკითხვა, ძალიან კარგია, რომ სხვების ტყვეები გავათავისუფლეთ, მაგრამ რას შვებით ჩვენს მოქალაქეებზეო. მათ მინდა შევახსენო, ომის დროს ჩატოვებული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი. რუსეთში ჩატოვეს უმძიმეს პირობებში, ციმბირის ციხეებში იყვნენ ისინი გადასახლებული. ცხინვალში მათ მიერ დაგეგმილი უაზრო ოპერაციების შედეგად ჩატოვებული ჩვენი სამხედროები, სპეცრაზმელები და მოქლააქეები ჩატოვეს ციხეში.

2015 წლის ბოლოს პირადად ვაწარმოე მოლაპარაკება იმ დროს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და სრულად გამოუშვეს ყველა მოქალაქე, ოფიცრები ციხიდან და 4 პატიმარი ცხინვალის საპატიმროებიდან, ჯამში 14 ადამიანი. კითხვა რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე – ეს გავაკეთე! თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, ცხინვალში და სოხუმში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Next Post

როგორც ჩანს, “დირსის” მეპატრონეებმა ნაგვის უტილიზაცია ასეთი ფორმით მოინდომეს და ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად ძველი საბურავებიც დაწვეს – კახა კახიშვილი

კვი ივნ 27 , 2021
750 წაკითხვა„ქართული ოცნების“ წევრი კახა კახიშვილი, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას კომპანია „დირსს“ აკისრებს. “როგორც ჩემთვის ცნობილია, „დირსის“ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აშენებული ცემენტის ქარხანა მდებარეობდა და რომლის დემონტაჟსაც ჩვენი მოთხოვნით მივაღწიეთ, ხანძარია. როგორც ჩანს, “დირსის” მეპატრონეებმა ნაგვის უტილიზაცია ასეთი ფორმით მოინდომეს და ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად ძველი საბურავებიც დაწვეს. ამით სერიოზულად ბინძურდება გარემო და […]