„დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან“ – ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

645 წაკითხვა

„ერის“ ლიდერი მორიგ ვიდეომიმართვას ამჯერად სტამბოლიდან ავრცელებს.

ლევან ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და არ დაუშვან “პრაიდის კვირეულის” ჩატარება. 

უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, ვიმყოფები თურქეთში სამედიცინო გამოკვლევებზე. მიმდინარეობს კომპლექსური კვლვა, ჯერჯერობით პასუხი არ არის. ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან გთხოვთ ჩემზე ნუ ინერვიულებთ. გუშინწინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით, რადგანაც მათ არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში,“ – აცხადებს ლევან ვასაძე. 

Next Post

„ სასამართლოს მიმართ ასეთი გავეშებული შეტევა განპირობებულია მხოლოდ ერთით..“ - გია ვოლსკი

კვი ივნ 27 , 2021
645 წაკითხვასასამართლო, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ჩაიძირა პოლიტიკური დაპირისპირებების რეალობაში. ჩვენ დღეს გვაქვს სასამართლო, სადაც მოსამართლეთა შერჩევის პრინციპი არის ისეთი, როგორსაც საერთაშორისო სტანდარტი გვკარნახობს, როგორც ვენეციის კომისიასთან იყო შეთანხმებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს მიმართ შეტევა პოლიტიკური მიზნით არის განპირობებული. „კანონი, რომელიც იქნა მიღებული, პრაქტიკულად გამორიცხავს ყველანაირ დაშვებას, რომ ეს სტანდარტი იქნება რამენაირად შებღალული. ასე […]

შესაძლოა მოგეწონოთ