„ყოფილ პირველ ლედის ვუყურე, მაკა ჩიჩუას და მივხვდი, რომ ქალი საშველია“ – რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

ყოფილ პირველ ლედის ვუყურე, ქალბატონ მაკა ჩიჩუას. გავეშებულმა და დუჟმორეულმა სულ ბნელები გვეძახა, ვინც პრაიდის ჩატარებას არ ვგულშემატკივრობთ.

ერთი მომენტი, მეგონა, პერსინგი აქვს ტუჩზე-მეთქი, მაგრამ მერე რომ აღარ ჰქონდა, მივხვდი, რომ ქალი საშველია (ჩვენს სიბნელეს რა ვუთხარი…). მოკლედ, სულ გვაძახა და გვაძახა, ზანგებს ავტობუსში ასვლა არ შეეძლოთ, ქალებმა ევროპაში ახლახან მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. როგორ გინდა შეეწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – ქალბატონი პირველი ლედი ამ ყველაფერში ჩვენ – ქართველებს გვადანაშაულებს.

სინამდვილეში, 1960-ინი წლები, როდესაც აშშ-ში, მართლაც აკრძალული ჰქონდათ ფერადკანიანებს თეთრკანიანებთან ერთად ავტობუსით მგზავრობა, მისგან დიდად შორს არ უნდა იყოს და იქნებ, კარგადაც ახსოვდეს, რომ მსგავსი საქართველოში ვერ მოხდებოდა. უბრალოდ, ჩვენდაუნებურად, ზანგები არ გვყავდა და მილიონში ერთი თუ გამოერეოდა, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ისე შევცქეროდით – მოწიწებით, ხოლო ,,ბიძია თომას ქოხზე“ გაზრდილ თაობას ახლაც ცხარე ცრემლით გვეტირება  რაც შეეხება ქალებს, რავი, მგონი, სიბნელეზე მეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს წარმოდგენა არა აქვს, რომ 1919 წელს, ქართველ ქალებს ევროპაში თითქმის პირველებს მოგვეცა ხმის მიცემის უფლება.

ნუ, აღარაფერს ვიტყვი, რომ ქალბატონი მაკასთვის განსხვავებული ორიენტაცია და დიდი ცხვირი ერთიდაიგივე ყოფილა.

თუმცა, ერთი რამ მაინც არის დასაფასებელი – ის გულწრფელია და მართლა სჯერა, რომ მსოფლიო მოვლენები, როგორიცაა რასიზმი და ქალების დისკრიმინაცია, არის სიბნელე და ეს ჩვენი – ქართველების ბრალია.

წესით და რიგით, ვის ვის და მის მეუღლეს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კი უნდა ესმოდეს საქმის ვითარება და იქნებ, აუხსნას, რომ ეს პრაიდი ,,განსხვავებულების“ ე.ი. „დიდცხვირების“ უფლებების დაცვისთვის კი არ ტარდება, არამედ დაფინანსებულია უცხოეთიდან და მიმართულია ქართული ეროვნული თვითმყოფადობის წინააღმდეგ. არც ის იქნება ურიგო, რომ გააგებინოს – ქალბატონი მაკა ყველას პირველი ლედია – ბნელებისაც და ნათელმოსილებისაც და უბრალოდ, სირცხვილია!”- წერს რუსუდან შარაძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…