საქართველოში კრიპტოგრაფებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს თავდასხმები მომხმარებლებზე

საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში კომპიუტერის მომხმარებელთა 0,1%  შეექმნა პრობლემა მავნე ტროიანელ-კრიპტოგრაფების თავდასხმასთან დაკავშირებით, იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში ასეთი შეტევების წინაშე აღმოჩნდა მომხმარებელთა 0,2% .

2020 წლის იანვარ-მარტში, ქართველ მომხმარებელთა კომპიუტერების 0,29%  თავს დაესხნენ მავნე ტროიანელ-კრიპტოგრაფები,  სომხეთში –  0,26% -ს, ხოლო აზერბაიჯანში 0,81%-ს.  აზერბაიჯანი მე -9 ადგილზე იყო მსოფლიოში იმ მომხმარებელთა შოროს, რომლების შეეჯახნენ პრობლემებს ტროიან- კრიპტოგრაფთა თავდასხმის გამო. ამის შესახებ მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის თანახმადაც, ეს  მავნე პროგრამა  მსოფლიოში ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ  მომხმარებლებს  ბანგლადეშში 2,31%), ეთიოპიაში (0,62%) და საბერძნეთში (0,49%).

2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში აღმოაჩინეს კრიპტოგრაფთა 7 ახალი ოჯახი და ამ ტიპის მავნე პროგრამის 4,354 ახალი მოდიფიკაცია, მაშინ როცა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 5 ახალი ოჯახი და 5225 ახალი მოდიფიკაცია.

“2021 წლის პირველ კვარტალში, Avaddon ჯგუფმა, მოპარული მონაცემების გამოქვეყნების გარდა, თავის ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ დაზარალებული დაექვემდებარებოდა DDoS შეტევას  მანამ, სანამ არ დაუკავშირდებოდა თავდამსხმელებს. ჯგუფი REvil (Sodinokibi) ასევე აფართოებს მისი ზეწოლის მეთოდების დიაპაზონს.  DDoS შეტევების განხორციელებისას  ის  დაზარალებული კომპანიის კლიენტებს უგზავნის სპამს და ამყარებს სატელეფონო კავშირს“, – აღნიშნავენ კომპანიის ექსპერტები.

ტროიან-კრიპტოგრაფების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად კომპანიის ექსპერტები მოუწოდებენ მომხმარებლებს დროულად განაახლონ თავიანთი პროგრამები და პირველ რიგში, ოპერაციული სისტემები, თითოეულ  კომპიუტერზე გამოიყენონ უსაფრთხოების ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც  გაუმკლავდებიან  როგორც ცნობილ, ისევე  დაუდგენელ კრიპტოგრაფებს. გარდა ამისა  კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეისწავლონ თავდამსხმელთა მხრივ გამოყენებული სოციალური ინჟინერიის ტექნიკა.

მომხმარებლებს, რომლებიც კრიპტოგრაფული პროგრამების  შეტევების მსხვერპლნი გახდნენ, ექსპერტები ურჩევენ, არ გადაიხადონ გამოსასყიდი ფაილების გაშიფვრისთვის არავითარ შემთხვევაში, ვინაიდან ეს არ გაძლევთ ფაილებზე ხელახლა წვდომის  გარანტიას, მაგრამ ეს ნამდვილად წაახალისებს თავდამსხმელებს კიდევ უფრო გაავრცელონ მავნე პროგრამები. ასევე აუცილებელია მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს, შეეცადოთ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამა დაესხა თავს მოწყობილობას, ან დაუკავშირდით ექსპერტებს: შესაძლოა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაშიფროთ ფაილები  უკვე არსებობს და უსაფრთხოების სპეციალისტები შეძლებენ დახმარებას აღადგინოთ  წვდომა  დოკუმენტებზე.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…